Saturday, September 17, 2011


1).  პროექტის   სახელწოდება:
ლიტერატურული  დილა  თემაზე:   „აკაკი   წერეთელი– საქართველოს    „ბულბული.“
2).   პროექტის  მთავარი   იდეა (თემა)  1–2   წინადადებით:
აკაკი   წერეთელის   ცხოვრება–მოღვაწეობის,   შესწავლა,   ჩვენი    ქვეყნის  ისტორიული     წარსულის  გაცნობა.
3).პროექტის   აქტუალობა:
აქტუალურია   იმით,   რომ   აკაკი   წერეთელი   არის   ყველა   ქართველისათვის    ცოცხალი  მატიანე,  საყვარელი  პოეტი.
4). პროექტის  მიზნები:
პროექტის მიზანია    პატრიოტული გრძნობის  გაღვივება, დამოუკიდებელი  აზროვნების,   უნარ–ჩვევების ჩამოყალიბება,    კითხვისა   და    მეტყველების   სტრატეგიების    გაუმჯობესება,ინტერესის   გრძნობის   გაღვივება.
5).მოსწავლეთა  ასაკი:
9  წელი.
6).ვადები   /ხანგრძლივობა:
ერთი   თვე.
7).მოსალოდნელი  შედეგები:/პროდუქტები,  რაც   შეიძლება   შეიქმნას:
შეისწავლიან  აკაკი  წერეთლის   ცხოვრება–მოღვაწეობას,   ლექსის   კითხვის   კულტურას,   პოემებისა   და  პიესების   თეატრალიზებას,   იქნებიან   დამოუკიდებელი  და   თავისუფალი.
8).პროექტისათვის   საჭირო  ძირითადი   რესურსები:
წიგნები,,  სურათები ,რუქა,    კინო–ფილმი –აკაკის  აკვანი.
გზადაგზა   რასაც   მოვიძიებთ  აკაკიზე.
9). პროექტის   მსვლელობაLძირითადი   აქტივობები):
მოსწავლეებს  ვაცნობ,  რომ   უნდა   აღვნიშნოთ   ა.   წერეთლის   იუბილე  .   ჩავატაროთ  ლიტერატურული  დილა ა.  წერეთელი–  საქართველოს  „ბულბული“.
ვსარგებლობთ  ა.  წერეთლის  –„ჩემი   თავგადასავალი.“  მისი   ლექსებისა   და   პოემების  წიგნებს.  მოსწავლეებს   ვავალებ  მათ   წაკითხვას,  მშობლებს   ვაუწყებ,   ხელი   შეუწყონ     და   კონტროლი  დაუწესონ  შვილებს   დავალების  შესრულების  დროს.  ამ  ღონისძიების   ჩასატარებლად   ვიყენებ   კლასგარეშე    კითხვის   გაკვეთილებსაც. 
დავალების   შესრულებისას  მოსწავლეებს  ვუთითებ  შეცდომებზე  და   ვაძლევ   სწორ  რჩევას.მუსიკის  მასწავლებლის  დახმარებითვასწავლი  სიმღერებს:   „სულიკო,“    „ნათელას   სიმღერა,“   „ჩონგური.“
ბოლოს  როდესაც  ყველაფერი   მზად  არის   ვატარებ  ღონისძიებას,  სპეციალურად  მოწყობილ  დარბაზში   ,   სადაც   გამოფენილია   აკაკის  სურათები   და   წიგნები,    გაკრულია  მისი   გამონათქვამები,   მოწვეულია  სტუმრები.
ბოლოს  ღონისძიებას  ვაფასებ  და   მომავალ   მუშაობაში  ვუსურვებ   წარმატებებს.
10).საგნებთან~|საგნობრივ    ჯგუფებთან|ეროვნულ   სასწავლო  გეგმასთან  კავშირი>
ქართული  ენა,   ბუნება,   ისტორია.
11).პროექტის  ხელმძღვანელი(მასწავლებელი):
ნესტან   ანაკიძე.
12).ხელმძღვანელის    ელ–  ფოსტა:










დაკონტროლი  დაუწესონ   დაუწესონ   შვილებს    დავალების   შესრულების   დროს.   ს